მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში COVID-19-ის ვაქცინის 1.33 მილიონ დოზაზე მეტი გაკეთდა

607c5a36b4277
BM.GE
18.04.21 19:50
856
აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდა - სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ვაქცინის 1,330,000 დოზაზე მეტი გაკეთდა, მათ შორის 879,000 ადამიანმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთა, 445,000 ადამიანი კი სრულად აიცრა. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის 4.4% უკვე სრულად აცრილია. დღის განმავლობაში ქვეყანაში 10,000 ადამიანის ვაქცინაცია ხდება. შედარებისთვის, საქართველოში 1 თვეზე დიდ პერიოდში 29,182 ვაქცინაცია ჩატარდა. 

აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი ჩინური CoronaVac-ის ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ამ დრომდე არ ფლობს. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი იანვრის ბოლოს, სწორედ ჩინური ვაქცინით დაიწყო. ამასთანავე, აზერბაიჯანმა COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინაც მიიღო. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა Sputnik V-ის გამოყენების დაწყების თაობაზეც.

ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიუხედავად, აზერბაიჯანში COVID-19-ის შემთხვევებიც მატულობს. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 300,666-ს შეადგენს, მათ შორის ბოლო 24 საათში 2,144 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.