მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში COVID-19-ზე ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება

6002b98d2a50c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.21 14:05
1530
18 იანვრიდან აზერბაიჯანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაიწყებს, - ამის შესახებ მასმედიას მინიტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ხელმძღავენლმა იბრაჰიმ მამედოვმა განუცხადა.

„აზერბაიჯანში ამოქმედებულმა ბოლო საკარანტინე ზომებმა კარგი შედეგები მოგვცა და ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ შეინიშნება“, - განაცხადა მამედოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება: „მომდევნო კვირიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდგეგოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება“.

ამასთან მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა, ისევე როგორც თურქეთმა, ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინა შეისყიდა. „აზერბაიჯანი ამ მიმართულებით თურქეთთან თანამშრომლობას განაგრძობს“, - დასძინა მამედოვმა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალიდან დაიწყება.