მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში ღია კაფეები მუშაობას 18 აგვისტოს განაახლებენ, თუმცა, ჩილიმის მოწევა აკრძალული იქნება

5f37dfe42bb52
თამთა ჯიჯავაძე
15.08.20 19:00
1017
აზერბაიჯანში 18 აგვისტოდან ღია სივრცეებში საკვები ობიექტების მუშაობა დაშვებული იქნება. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, კაფეებს და რესტორნებს, რომლებიც ღია სივრცეებში მომხმარებლებს უმასპინძლებენ, გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, აკრძალული იქნება ჩილიმის მოწევა. ასევე ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ ექვსი ადამიანის განთავსება იქნება ნებადართული.

ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საკვები ობიექტები მინიმუმ სამი მხრიდან უნდა იყოს ღია, კედლის გარეშე. რესტორნებსა და კაფეებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სადეზინფექციო სითხეები.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში ამ დრომდე კორონავირუსის 34,018 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.