28.თებერვალი .2020 15:49

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

views 360
უკან

დღეს აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინფიცირებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83,385 შეადგენს. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,859 მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული. გამოჯანმრთელებულია 36,215 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა