აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თვლის, რომ პურზე ფასების მატება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მიმწოდებელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გარდაუვალი იყო. პურის გაძვირების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეფასებას Interfax.az ავრცელებს.
„პურის გაძვირება გარდაუვალი იყო. მსოფლიოში მარცვლეულსა და ხორბალზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი რუსეთია, მაგრამ თავად რუსეთში ხორბალი და მის ექსპორტზე დაწესებული გადასახადი გაზრდილია და ზრდას აგრძელებს. შესაბამისად, ხელოვნურად პურის ფასის შენარჩუნებას ვერ შევძლებდით“, - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიებთან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ ზერბაიჯანის მთავრობამ პურის გაძვირების გამო სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები გაატარეს, რომელმაც 2 მლნ ადამიანი მოიცვა. დახმარების პაკეტის ღირებულება 1.5 მლრდ მანათია. „ხელფასის მატება პურზე ფასების მატების კომპენსაციად შეიძლება შეფასდეს“, - განმარტა პრეზიდენტმა.
აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტისთვის, ქვეყნის შიგნით ხორბალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხორბლის მოყვანის მიზნით საზღვარგარეთ, მიწების იჯარით აღების შესაძლებლობას განიხილავს. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა.
„არ გამოვრიცხავთ სხვა ქვეყნებში მარცვლეულის მოყვანისთვის ვარგისი მიწის ნაკვეთების იჯარით აღების შესაძლებლობა, რათა მოვიყვანოთ მასზე ხორბალი და ჩამოვიტანოთ აზერბაიჯანში. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავიწყეთ“, - განაცხადა ალიევმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხორბლის მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობა 1.3 მლნ ტონაა.
„ჩვენ წლიურად 3.3-3.4 მლნ ტონა ხორბალს მოვიხმართ. აზერბაიჯანში კი მხოლოდ 2 მლნ ტონა იწარმოება. დანარჩენ ნაწილის იმპორტს ვახორციელებთ და თუ ვიტყვი, რომ ჩვენ ჩვენი მოთხოვნის 100%-ით დაკმაყოფილება შეგვიძლია, დღეისთვის ეს არ იქნება სწორი“, - აღნიშნა ალიევმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი