მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში "პაშა ბანკის" CEO ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად აირჩიეს

6256efdb95ae5
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.22 19:46
1403
აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადება ცენტრალური ბანკის მმართველის ცვლილებასთან დაკავშირებით. ელმან რუსტამოვი, რომელიც ცენტრალურ ბანკს 27 წლის განმავლობაში მართავდა, პოსტს დატოვებს; მას 38 წლის ტალეჰ კაზიმოვი შეცვლის, რომელიც ამ ცვლილებამდე "პაშა ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. 

თავად "პაშა ბანკის" დამფუძნებელი და აქციონერია არიფ პაშაევი, რომელიც ქვეყნის პირველი ლედის და ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას მამაა. 

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი ორ ათეულ წელზე მეტია აზერბაიჯანული მანათის დოლართან ფაქტობრივ პეგირების პოლიტიკას ატარებს. აზერბაიჯანულმა მანათმა ბოლო მკვეთრი ცვლილება 2015 წელს განიცადა, როდესაც დოლართან 1.05-ის კურსიდან 1.70-ის ფიქსირებულ კურსამდე გაუფასურდა, მას შემდეგ ერთი დოლარის საფასური სწორედ 1.70 მანათია. 

ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ელმან რუსტამოვი პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის ეკონომიკურ მრჩევლად დაინიშნა.