კორონავირუსის პანდემიის გამო აზერბაიჯანში ამოქმედებული საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქების მეორე ეტაპი ძალაში დღეიდან შევიდა; აღნიშნულ ინფორმაციას finanz.ru წერს. დილიდან ქვეყანაში არასასურსათო მაღაზიები (დიდი სავაჭრო ცენტრების გარდა) გაიხსნა, რომელიც 2020 წლის 14 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში ემსახურებოდა, ასევე, გაიხსნა საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები, მუზეუმები და საგამოფენო დარბაზები. გარდა ამისა, აღდგა საქალაქთაშორისო და რეგიონებს შორის სტრანსპორტო მოძრაობა.
ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება აზერბაიჯანში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებიდან გამომდინარე მიიღო. თუ აზერბაიჯანში 2020 წლის პირველ ნახევარში საშუალოდ კორონავირუსით ინფიცირების 4 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი 200-დან 400-მდე მერყეობს. შეზღუდვების პირველ ეტაპზე 18 იანვრიდან დედაქალაქის ჩათვლით ქვეყნის 17 მსხვილ ქალაქსა და რაიონში სახლიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებელი სმს-გზავნილების სისტემა გაუქმდა.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვების შემსუბუქების შემგომ მესამე ეტაპზე, რომელიც 1 თებერვლიდან დაიწყება, რესტორნების, კაფე-ბარებისა და საჩაიეების გახსნა იგეგმება, რომელიც დღეისთვის მხოლოდ მიტანის სერვისის გამოყენებით ოპერირებენ. ასევე, ეტაპობრივად სასწავლებლებში დასწრებითი სწავლება აღდგება, რომელიც ოქტომბრიდან დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს. მერხებთან პირველები დაწყებითი კლასის მოსწავლეები დასხდებიან, 2 კვირის შემდეგ კი მე-5-მე-9 კლასის მოსწავლეები, პროფესიული სასწავლებლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტები. დიდ ქალაქებში სასწავლო კვირა 3 დღით განისაზღვრება, რეგიონებში კი - 5 დღით. როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდგმევა.
ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 18 იანვრიდან ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ვირუსის გავრცელება შენელდება და შეზღუდვების გამკაცრების საჭიროება აღარ იქნება. ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანმა "ლოქდაუნი" 3-ჯერ გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია, რომლის პირველი ეტაპის ფარგლებში სამედიცინო პერსონალი, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები აიცრებიან, ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ შემუშავებული ვაქცინით ხორციელდება. რუსულ კომპანიასთან სახელმწიფომ ვაქცინის 4 მლნ დოზის შემოტანაზე ხელშეკრულება გააფორმა. ამავე დროს აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კოვიდ-ვაქცინის სხვა მწარმოებლებთან მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს. ქვეყანაში რუსული წარმოების „სპუტკინ V”-ისა და ბრიტანული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეტანა იგეგმება. „დაინტერესებულები ვართ, რომ მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების 228 975 შემთხვევა გამოვლინდა (მოსახლეობის 2.3%), გამოჯანმრთელდა 220 292 ადამიანი, გარდაიცვალა - 3 082. 1 აპრილამდე აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?