მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში საქართველოდან მედიკამენტებისა და სიგარეტის იმპორტი შემცირდა

5dbaa3deeb069
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 13:29
1029
აზერბაიჯანმა საქართველოდან მედიკამენტების იმპორტი 3.4–ჯერ შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით აზერბაიჯანული გამოცემები ავრცელებენ.

მეზობელი ქვეყნის მედია წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანმა საქართველოდან 562.6 ტონა მედიკამენტი შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ 21,826.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 1,387.9 ტონით, ან 3.4-ჯერ ნაკლებია.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული პრესის ცნობით, საქართველოდან სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტი 2.5-ჯერ შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანმა საქართველოდან 1,648.238 ტონა სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტი განახორციელა, საერთო ღირებულებით – 28,48 მილიონი აშშ დოლარი.