კომუნიკაციების კომისიამ აზერბაიჯანულ “ბაქსელს” “კავკასუს ონლაინის” 100%-ის შეძენისთვის საჭირო "წინასწარ თანხმობაზე" უარი უთხრა. გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, სადაც წარდგენილი იყო კომპანიის განაცხადი, „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ის აზერბაიჯანული კომპანია „ბაქსელის“ მიერ შეძენის წინასწარ თანხმობაზე, რომელიც კომისიამ განუხილველად დატოვა.
“ გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49% თვეებია კანონდარღვევითაა გასხვისებული და კომპანია კომისიის გადაწყვეტილებებს თითქმის ერთი წელია არ ასრულებს, კომუნიკაციების კომისია კანონმდებლობის მიხედვით მოკლებულია შესაძლებლობას კანონდარღვევის პირობებში შეისწავლოს არსებითად მსგავსი ტრანზაქცია.
კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან წინასწარი თანხმობის ახალი მოთხოვნა შესაძლებელია ჩაითვალოს უკანონოდ გასხვისებული წილის შებრუნებისთვის გარკვეულ ულტიმატუმად, რის გამოც, აღნიშნული მოთხოვნა კომისიამ განუხილველად დატოვა და კომპანიას კანონის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა”,- ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
“კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შარშან გასხვისდა აზერბაიჯანულ ჰოლდინგ “ნექსოლზე”, რომლის შემადგენლობაშიც შედის “ბაქსელი”. 49%-იანი წილი ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ გაყიდა და ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ აზერბაიჯანულ ჰოლდინგს 51%-ის შესყიდვის უფლებაც ექნებოდა.
49%-იანი წილის გასხვისების ტრანზაქციას უკანონოდ მიიჩნევს კომუნიკაციების კომისია და თვეებია "კავკასუს ონლაინისგან" წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელშკერულება მესამე პირებს შორის დაიდო და მათ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, შეცვალონ აქციონერები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა