06.სექტემბერი .2019 18:30

აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულება 1,81 დოლარით გაიზარდა

views 186
უკან

დღეის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულება 1,81 დოლარით გაიზარდა, რაც პროცენტულად 2.83% -ს შეადგენს.

Reporter.az-ის ინფორმაციით, ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულება ბარელზე 65,76 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობის Azeri LT CIF -ის მინიმალური ფასი 2001 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, მაშინ ის 19,15 აშშ დოლარი ღირდა. რაც შეეხება მაქსიმალურს, საქართველოს მეზობელი ქვეყნის ნავთობი ყველაზე ძვირა,  149,66 აშშ დოლარი 2008 წლის ივლისში იყო.