მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანული "ნიკოილ ბანკი" სახელს იცვლის

5dd83be26b734
BM.GE
22.11.19 23:46
1157
აზერბაიჯანული „ნიკოილ ბანკი“ სახელს იცვლის. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბანკის ახალი სახელი Yelo Bank-ი იქნება, რომელიც ინგლისური სიტყვა Yellow-დან (ყვითელი) მოდის. ბანკის წარმომადგენელთა განმარტებით, ახალი სახელი სიმბოლოა საბანკო მომსახურების კუთხით ნათელი, ცოცხალი და ახალი მიდგომისა, რომელსაც Brighter Banking-ი ჰქვია და რომელიც ასევე ახლახან წარადგინეს.

როგორც ცნობილია, ახალ სახელზე გადასვლის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და მომავალი წლის აპრილში დასრულდება. ბანკს ექნება ასევე ახალი ლოგო, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში თავიდანვე გამოჩნდება.

აზერბაიჯანული ბანკის რებრენდინგზე ლონდონში დაფუძნებულმა კომპანია Winkreative-მა იმუშავა.

როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარემ ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა, ბანკის გუნდი მოხიბლულია ახალი სახელით. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ Yelo Bank-ი მალე გახდება თანამედროვე, განვითარებული და მაღალტექნოლოგიური ბანკის სიმბოლო, რომლისთვისაც მომხმარებელი პირველ ადგილზეა.