მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანულმა „სოკარმა“ ქართულ შვილობილ კომპანიაში წილი 92%-მდე გაზარდა

60e21a6b54cde
მადონა გასანოვა
05.07.21 09:00
1765
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა” 2020 წელს ქართულ შვილობილ კომპანია - SOCAR Energy Georgia-ში წილი 75.5%-დან 91.8%-მდე გაზარდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კომპანიის გასული წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოში „SOCAR Energy Georgia“ 2006 წლიდან ოპერირებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ $1.2 მილიარდზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში, გადასახადების სახით, $1.7 მილიარდი შეიტანა.

დღეის მდგომარეობით, კომპანია ბუნებრივი აირის 770,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. რაც შეეხება SOCAR-ის ბრენდის ქვეშ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს, მათი რიცხვი 111-ია.