28.იანვარი .2020 00:30

აზია - ონლაინ შრომით ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი მიმწოდებელი

აზია - ონლაინ შრომით ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი მიმწოდებელი
views 520
უკან

როგორც World Economic Forum-ი წერს, სწრაფი ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში მრავალი განვითარებადი ქვეყანა ფოკუსირებული ხდება ციფრულ ეკონომიკაზე, რაც ონლაინ სამუშაო ადგილების განვითარებას უწყობს ხელს.

ციფრულ ტექნოლოგიებს წარმატებით იყენებენ დიდი და ცნობილი კომპანიები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, დაზოგონ და შეამცირონ ზედმეტი ხარჯები.

ხშირად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები შტატგარეშე მომუშავე პერსონალს სწორედ განვითარებად ქვეყნებში ეძებენ, მათ შორის - ბანგლადეშში. შედეგად აზია გახდა ნომერ პირველი რეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს აუთსორსინგზე მომსახურებას დანარჩენი მსოფლიოსთვის.

კვლევების მიხედვით, ინდოეთი ონლაინ შრომით ბაზარზე ყველაზე დიდი მიმწოდებელია, მისი წილი 24%-ია, ბანგლადეშის წილი ამ მხრივ 16%-ია, აშშ-ის კი - 12%.

World Economic Forum-ი Oxford Internet Institute-ი კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბანგლადეში მეორე ქვეყანაა ონლაინ შრომის მიწოდების თვალსაზრისით. ქვეყანაში, დაახლოებით, 650,000 შტატგარეშე მუშაკია დარეგისტრირებული, აქედან 500,000-მდე დასაქმებულია. ისინი, დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავებას ახერხებენ წელიწადში.

ქვეყნების პირველი TOP-10, რომელიც ონლაინ სამუშაო ადგილების მიწოდების მხრივ გამოირჩევა, ასე გამოიყურება: ინდოეთი, ბანგლადეში, აშშ, პაკისტანი, ფილიპინები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, კანადა, რუმინეთი, ეგვიპტე.