მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აზიის ბაზარი ჩვენთვის პრიორიტეტია" - ოქტომბრიდან თბილისიდან ახალი ავიაკომპანია იფრენს

632ef9f0b51ba
მარიამ იზორია
24.09.22 17:01
915
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თბილისის აეროპორტიდან ტაილანდის მიმართულებით Thai Air Asia იფრენს. ამის შესახებ ღონისძიებაზე - „Galt&Taggart Industry Series: ტურიზმი - გამოწვევები და პერსპექტივა“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ტაილანდის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.

„აზიის ბაზარი ჩვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტია. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილი და უკვე ვსაუბრობთ ფრენების ოდენობის გაზრდაზე.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდიდან 2019 წელს ჩარტერები ხორციელდებოდა და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფრენა ტაილანდიდან აღგვედგინა. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქტომბრიდან Thai Air Asia კვირაში ორჯერ სიხშირით ფრენებს ტაილანდის მიმართულებით განახორციელებს“, - აღნიშნავს ის.

ინფორმაციისთვის: Thai Air Asia X-მა ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი 2019 წლის დეკემბერში განახორციელა.