მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის ბაზარზე Netflix-ის აბონენტთა რაოდენობა გაორმაგდა

6023ba592ba9c
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.21 16:58
814
ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი Netflix-ი აბონენტთა რაოდენობით აზიური ბაზრის ლიდერიც ხდება, ხოლო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ონლაინ სტრიმინგ კომპანიას უკვე 200 მილიონამდე აბონენტი ჰყავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 2020-ში Netflix-ის აბონენტთა რაოდენობა აზიის ბაზარზე თითქმის 65%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9.3 მილიონს მიაღწია. კომპანიის შემოსავლები აზიის რეგიონიდან 62%-ით გაიზარდა, ხოლო ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან - 42%-ით.

Netflix-ის განცხადებით, კომპანია წელსაც ელის აბონენტთა გაორმაგებას ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში.

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სტრიმინგ კომპანია აზიის ბაზარზე 5 წლის წინ შევიდა და პირველი ქვეყანა იყო იაპონია, სადაც კომპანიამ ოპერირება დაიწყო. ჯამში, Netflix-მა აზიის ბაზარზე ოპერირების ლიცენზიის მოპოვებაზე 2 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. აზიის მასშტაბით, კომპანიას 600-მდე ადამიანი ემსახურება.