მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის განვითარების ბანკმა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის 255 მლნ ევრო გამოყო

5dde3fde1f6a3
თელარა გელანტია
27.11.19 13:18
1526
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძის - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემდგომი განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკი განაგრძობს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 255.1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.

„აღნიშნული თანხა მიიმართება შორაპანსა და არგვეთას შორის, დაახლოებით, 14.7-კილომეტრიანი ორმხრივი, 4-ზოლიანი გზის მშენებლობასა და აღნიშნულ ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებზე. პროექტის ფარგლებში აშენდება 14 ხიდი და 12 გვირაბი.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებაზეც“, - აცხადებენ სამინისტროში.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის დასრულება 2025 წლის ივნისში იგეგმება.