30.სექტემბერი .2019 21:10

აზიის საფონდო ბირჟებმა სავაჭრო კვირა წაგებით დაიწყეს

views 179
უკან

ახალ სავაჭრო კვირაში აზიის საფონდო ბირჟებმა სტარტი წაგებით აიღეს. ორშაბათს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთს სავაჭრო ომმა ბირჟებზე ისევ ნეგატიური გავლენა იქონია. მედიით გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ–ის მთავრობა საფონდო ბირჟაზე ჩინური კომპანიების აკრძალვის საკითხს განიხილავს, ინვესტორებში გაურკვევლობისა და არასტაბილურობის მიზეზი გახდა.
 
ტოკიოს საფონდო ბირჟაზე, Nikkei 225 ღირებულების 0,5 პროცენტით დაეცა და 21,777 პუნქტით განისაზღვრა. Topix–ის ინდექსი კი 0.8 პროცენტით შემცირდა და 1591 პუნქტი შეადგინა.
 
ჩინეთის საფონდო ბირჟა შანხაიში 0,1 პროცენტით დაეცა. საკვანძო კომპანიების ინდუსტრიამ შანხაისა და შენჟენში 0.2 პროცენტი დაკარგა. MSCI ინდექსი აზიის კაპიტალისთვის 0.6 პროცენტამდე დაქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საფონდო ბირჟები მხოლოდ ორშაბათს განახორციელებენ ვაჭრობას, რადგან ისინი სამშაბათიდან, 7 ოქტომბრის ჩათვლით,  ჩინეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ისვენებენ.