მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აზრს მოკლებულია საპენსიო ფონდმა პირდაპირი დაფინანსებით მაღალრისკიანი პროექტები განახორციელოს”

616b1241281e6
BM.GE
16.10.21 22:20
899
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ გადაცემა BMG Drive-ის ეთერში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს არსებულ რეალობაში საკმაოდ მცირეა იმ ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, რომლებშიც ფონდმა მოქალაქეთა დანაზოგები შეიძლება დააბანდოს. ამასთანავე, დანელიამ უპასუხა კითხვას შესაძლებელია თუ არა საპენსიო სააგენტომ კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა დააფინანსოს.

გიორგი დანელია განმარტავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო პირდაპირი სახით, მაღალრისკიანი ბიზნეს პროექტების დაფინანსებაში არ შედის.

“ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელიც დღეს საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნას აკმაყოფილებს. რეიტინგის მოთხოვნაში იგგულისხმება ის რომ მას უნდა ჰქონდეს ან სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ტოლი, ან მასზე 1 საფეხურით დაბალი რეიტინგი. აქედან გამომდინარე დღეს ამაზე საუბარი [რომ საპენსიო ფონდმა შეიძლება ენერგეტიკულ პროექტში ჩადოს ფული] თეორიულადაც აზრს მოკლებულია, რომ საპენსიო ფონდმა, მითუმეტეს პირდაპირი დაფინანსებით მაღალრისკიანი პროექტები განახორციელოს,”- განაცხადა გიორგი დანელიამ.

საპენსიო სააგენტო მის განკარგვაში არსებული 1.77 მილიარდი ლარის სხვადასხვა ფასიან ქაღალდში ინვესტირებისთვის ემზადება. ამისთვის სააგენტომ 1 ოქტომბერს სპეზიალიზებული დეპოზიტარიც დაიქირავა, რა ფუნქციასაც მისთვის “საქართველოს ბანკი” შეასრულებს.

ამჟამად საპენსიო სააგენტოს აქტივები 8 კომერციული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და მიმდინარე და ვადიან ანგარიშებზეა განთავსებული. საშუალო საპროცენტო სარგებელი, რაც ამ აქტივებს ერიცხება 11%-ია.

მთლიანობაში საპენსიო სისტემაში სულ 1,166,737 მოქალაქე მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება.