მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბადაგმა“ რეგულარული ექსპორტი გერმანიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში დაიწყო

61dbcbbea6147
სალომე ჭიპაშვილი
10.01.22 22:30
2243
ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის მწარმოებელმა კომპანია „ბადაგმა“ იანვრიდან პროდუქტის რეგულარული ექსპორტი გერმანიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში დაიწყო. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამთა ჩანქსელიანი bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მათი საექსპორტო ბაზრები მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოიფარგლება.

„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტი უკვე განვახორციელეთ, ახლა დუბაისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაპირებთ გატანას. ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში ვართ და იმედია უახლოეს მომავალში ამ ქვეყნების ბაზრებსაც ავითვისებთ. მათ მოთხოვნა საკმაოდ დიდი მოცულობის პროდუქციაზე აქვთ", - აღნიშნავს თამთა ჩანქსელიანი.

„ბადაგში“ ამჟამად 200-მდე თანამშრომელია დასაქმებული და წლის განმავლობაში 4-5 მილიონ ჩურჩხელას აწარმოებს. კომპანიის პროდუქციაზე ფასები 6 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია სასაჩუქრე შეფუთვებსა და შეთავაზებებზე.

ცნობისთვის, „ბადაგი“ ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის წარმოებით 2011 წლიდან არის დაკავებული. კომპანიამ გასული წლის ნოემბერში ახალი საწარმო კახეთში, კერძოდ წნორში გახსნა, რომელშიც განხორციელებულმა ინვესტიციამ 1,5 მილიონი ლარი შეადგინა.