მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადაგონი: 2021 წელიც შარშანდელივით დაძაბული იქნება

605f51bb09dbe
ლიკა გურაბანიძე
27.03.21 22:20
949

საექსპორტო ბაზრებზე გატანილი პროდუქციის კლებას პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებს უკავშირებენ კომპანია "ბადაგონში". როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სალაყაია აცხადებს, სტუმარ–მასპინძლობის სექტორის შეჩერებამ მთელს მსოფლიოში, ქართულ ბიზნესს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაურთულა სიტუაცია. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ კომპანიამ გაყიდვების მაჩვენებლების შენარჩუნება  მაინც შეძლო. 

“სტაბილურობა დარღვეულია, უცბად გაუთვალისწინებელი ვარდნები ხდება, თუმცა შესაძლოა ასევე მოულოდნელად რეალიზაციის კუთხით გაუთვალისწინებელი მატებაც მოხდეს. ჩვეულებრივ პირობებში ნამდვილად არ ვართ. გარკვეულწილად ჩვენი მარკეტინგული აქტივობების ნაკლებობა სხვდასხვა ბაზარზე ხელს გვიშლის. 2021 წელიც შარშანდელივით დაძაბული იქნება” - განმარტა სალაყაიამ.

ცნობისთვის: 2021 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნიდან სულ ექსპორტზე 494.7 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში 26 მლნ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი განხორციელდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3% იკლო. რაც შეეხება საქართველოსთვის ლიდერ საექსპორტო ბაზარს, რუსეთს, იანვარ-თებერვალში მეზობელ ქვეყანაში 17.2 მილიონი დოლარის ღვინო გაიყიდა.