მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბადაგონი ბრუტი" - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე "Golden Trophy" მიიღო

5f9c20b93253d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.10.20 17:56
2044
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი" - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე "Glass of Bubbly" - "Golden Trophy" მიიღო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო" როზე და "მაესტრო" ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ცნობისთვის: „Glass of Bubbly" - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური ადგენს.
(R)