მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბადაგონი“: წელს ყურძნის ჭარბი მოსავალი იქნება... სუბსიდირება აუცილებელი გახდება

5ef0cf7fea95a
ნინი ლონგურაშვილი
22.06.20 19:33
1105
„პანდემიის გამო, შემცირებული ღვინის რეალიზაციის ვარდნის კომპენსირება მოხდა იმ დაგეგმილი ღონისძიებებით, რომელიც სახელმწიფომ გაატარა“, - ამის შესახებ “საქმიანი დილის ეთერში კომპანია „ბადაგონის” მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.

გიორგი სალაყაია ამბობს, რომ სახელმწიფო მხარდაჭერით, მევენახეობა-მეღვინეობაში 10-12%-იანი კლება შევსებულია.

„პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 10-12%, რომელსაც დღეს ვასახელებთ ღვინის რეალიზაციის ნაწილში ვარდნად, სწორედ ამის კომპენსირება მოხდა იმ დაგეგმილი ღონისძიებებით, რომელიც მთავრობამ გაატარა. კერძოდ, საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში შეღავათების დაწესებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ლოიალური დამოკიდებულება ბანკების მხრიდან კომპანიების მიმართ, რამაც, პრაქტიკულად შეგვივსო ის 10-12%-იანი კლება”, - აცხადებს სალაყაია.

ამასთან, "ბადაგონის“ მფლობელის თქმით, წელს მევენახეები ჭარბ მოსავალს ელიან, რასაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სუბსიდირება დასჭირდება, რადგან პანდემიის გამო ღვინოზე მოთხოვნა შესუსტებულია.

„მომავალ რთველთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიდის კონსულტაციები, როგორც მსხვილ კომპანიებთან, ასევე კერძო ფერმერებთან და ვფიქრობთ, არ იქნება მარტივი რთველი. ჩვენი კომპანიის მაგალითზეც გეტყვით, რომ საკმაოდ დიდ მოსავალს ველით ამ წელს, გამომდინარე იქიდან, რომ 2015-2016 წლებში მოხდა ფართობების დამატება და ზოგადად, ქვეყანაში იყო ეს ტენდენცია, ამიტომ ჩვენი ვარაუდით, წელს მთლიანად ქვეყანაში იქნება ჭარბი მოსავალი, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება გარკვეული სუბსიდირება, რომ ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი”, - აღნიშნა გიორგი სალაყაიამ.

წელს მთავრობა 40 მლნ ლარით რთველის სუბსიდირებას გეგმავს