მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბადაგონმა“ თბილისში პრემიუმ კლასის რესტორანი Si Certo გახსნა

5f6e0f76622f5
ვიქტორია მღებრიშვილი
25.09.20 21:00
3623
კომპანია „ბადაგონმა“ თბილისში პრემიუმ კლასის რესტორანი Si Certo გახსნა.

როგორც BM.GE-ის კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ლაშა ლეჟავამ განუცხადა, "ბადაგონის" რესტორანი კოსტავას 60-ში გაიხსნა. მისივე ინფორმაციით, რესტორნის კონცეფციასა და დიზაინზე ცნობილმა იტალიელმა დიზაინერებმა და არქიტექტორებმა - ადრიანო ვენდრამინმა და რაფაელე გაროფალომ იმუშავეს.

„აქ თითოეული დეტალი კონკრეტულ დატვირთვას ატარებს და მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლისათვის კომფორტისა და საუკეთესო განწყობის შექმნაზე.

„Si Certo სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ შეიქმნათ თქვენი ემოციის შესაბამისი განწყობა. აქ თითოეულ სასმელს/კერძს თავისი ემოცია მოაქვს. დახვეწილი გარემო, გემოვნებიანი მუსიკა, მრავალფეროვანი სასმელი და ყველაზე მთავარი - საავტორო კერძები “ბადაგონისგან” ნამდვილ სრულყოფილებას ქმნის და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს“, - აღნიშნა მარკეტინგის მენეჯერმა.


„ბადაგონში“ ამბობენ, რომ რესტორანში 25 ადამიანი დასაქმდა, ხოლო კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ჰორეკა სექტორისთვის პანდემიიდან გამომდინარე შემქნილ რთულ ვითარებაში რესტორნის ამოქედება, ლაშა ლეჟავა BM.GE-ის პასუხობს:

„ვფიქრობთ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ადამიანები ძალიან დაისტრესნენ და დაიღალნენ ყოველდღიურად ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით. ამდენად, მივიღეთ გადაწყვეტილება სწორედ რომ ამ პერიოდში გაგვეხსნა ისეთი რესტორანი, სადაც ადამიანებს შეეძლებოდათ მიეღოთ თავიანთვის სასურველი და მონატრებული ყველა ის ემოცია, რომელიც ასე ძალიან დაგვაკლდა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

მისივე თქმით, Si Certo-ს თითოეული სტუმარი მაღალი დონის მომსახურებას, კომფორტს და უსაფრთხო გარემოს, ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული წესისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღებს.