27.აგვისტო .2019 13:57

ბადრი ჯაფარიძე - მთავრობა დიდ ბრიტანეთში ჩვენი აქტივების დაყადაღებას მოითხოვს

views 659
უკან

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგს მართავენ, ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების გაყინვას მოითხოვს. ჯაფარიძის თქმით, შესაბამისი განცხადებით დიდი ბრიტანეთის შესაბამის უწყებას ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმართა. 

"ამჯერად ახალი ნაბიჯი გადადგა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა,  რომელმაც ანტიტერორისტული დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საბაბით მიმართა ბრიტანეთის შესაბმის სამსახურს, რომ თურმე მე და მამუკა ვართ ფულის გათეთრებასთან კავშირში და მიმართა ბრიტანეთს ფულის დაყადაღების მოთხოვნით. ეს მცდელობაც, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს დიდ ბრიტანეთში. ეს დამოწმებულია საქართველოს სასამართლოს მიერ,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა