მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება

5da7722aa5d90
BM.GE
16.10.19 23:39
1760
არაფერი არ შეძენილა ისეთი, რაც შეიძლება ეჭვის საფუძველი ყოფილიყო, - ამის შესახებ „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „360 გრადუსი“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ეს ჩვენს კომპეტენციას სცდებოდა. სამეთვალყურეო საბჭო არაფერს არ არჩევს. ვინც აღმასრულებელი პირები იყვნენ, მათ შეარჩიეს ის აქტივები და ვალდებულებები, რომელიც შეიძლებოდა ან აუცილებელი იყო შეეძინათ. ეს შეისწავლა შესაბამისმა აუდიტორულმა კომპანიამ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შეიძლება იყოს უამრავი ტრანზაქცია, რომელიც კითხვას ბადებს.

„როგორც 2008 წლის ტრანზაქციით დაინტერესდნენ და გამალებით სწავლობდენ, ამისთვის არ დაიშურეს არანაირი რესურსი... შეიძლება იყოს უამრავი ტრანზაქცია, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს, რომლის მიმართაც ასეთი ინტერესი არ არის გამოჩენილი. ამაზეა საუბარი... აქ საუბარია შერჩევით გამჭვირვალობაზე, შერჩევით უსამართლობაზე... არაფერი არ შეძენილა ისეთი, რაც შეიძლება ეჭვის საფუძველი ყოფილიყო. აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც შევიძინეთ, არცერთი არ ბადებს რაიმე ნიშანწყალს... ამიტომაც ისინი შევიძინეთ. რაც შეეხება დანარჩენს, კომერციულ ორგანიზაციას არ ევალება შეაფასოს ესა თუ ის ტრანზაქცია სამართლებრივად. სამართლებრივი შეფასება ევალება სხვა უწყებებს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ "თიბისი ბანკის" მიერ შეძენილია "პროგრეს ბანკის" აქტივების 95% და ვალდებულებების 100%. მან მოუწოდა "თიბისი ბანკს", რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.