პარტიის “ლელო საქართველოსთვის” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. როგორც bm.ge-ის პარტიიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ჯაფარიძე მოსახლეობას არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ხედვები გააცნო.
“შეხვედრა გვქონდა ჩემს ამომრჩევლებთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რაც მთავარია, ასევე, ვისაუბრეთ გამოსავლის გზებზე და იმაზე, რომ ყველა უნდა მოვიდეს 31 ოქტომბერს და ხმა მისცეს თავისი ქვეყნის მომავალს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქვეყნის იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიც “ქართული ოცნების” მიერ აღმოჩნდა. ეს შეხვედრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და ენერგიის მომცემია. მე ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდამჭერას და ჩვენ ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს დავაგვრიგვინებთ”,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, შეხვედრაზე ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
“ბადრი ჯაფარიძე მოვიწვიეთ ჩვენ, რადგან ამ პიროვნებით აღფრთოვანებული ვარ. ეს ადამიანი არის იმედის მომცემი და არ იძლევა ფუჭ დაპირებას. მასში არის სიმართლე და მომავლის იმედი. მე მჯერა მისი და ჩემი მესიჯია, რომ მოვუსმინოთ მას და მივცეთ ხმა”, - განაცხადა პარტიის მხარდამჭერმა თეონა როშნიაშვილმა.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა