მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადრი ჯაფარიძე "გახარიას წერილზე": შუამავლის ძებნა დროის ფუჭი კარგვაა, ის არ არსებობს

no photo
ანუკა ჯოხაძე
16.09.19 11:12
5138
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ. „ გახარიას წერილზე“ შუამავალი არ არსებობს.

ასე უპასუხა ჯაფარიძემ bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ ასახელებენ, ვინ იყო ე.წ. შუამავალი.

“საზოგადოდ, შუამავალი ამ პროცესში არ არსებობს. აქ ვართ მხარე მე და მამუკა და წერილი ჩვენ მივიღეთ - მე და მამუკამ, ამიტომ შუამავლის ძებნა არის დროის ფუჭი კარგვა, ის არ არსებობს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, bm.ge-ისთან საუბარში ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. გახარიას წერილის შინაარსზე და იქ არსებულ მოთხოვნებზეც ისაუბრა.

„თვითონ წერილი იყო კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის, მისი შინაარსის პათოსით, იმიტომ რომ შეიცავდა მუქარას. იყო აბსოლუტურად აცდენილი მოთხოვნები ჩვენს შესაძლებლობებთან,  tv “პირველთან” და “არტარეასთან” დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ “არტარეასთან” დაკავშირებით მოთხოვნა იყო განპირობებული იმით, რომ ოპოზიციურად განწყობილი ლიტერატურის წარმომადგენლები გამოდიან ხოლმე ამ არხზე. ეს იყო ალბათ „არტარეასთან“ პრეტენზია, სხვას მე ვერ ვხვდები რატომ ნერვიულობდნენ „არტარეასთან“ მიმართებით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.