18.ნოემბერი .2020 21:30

ბადრი ჯაფარიძე: ქვეყნისთვის რთულ დროს ამერიკა როგორც ყოველთვის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

ბადრი ჯაფარიძე: ქვეყნისთვის რთულ დროს ამერიკა როგორც ყოველთვის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია
views 236
უკან

“პომპეოს ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში” - “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისში მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაფასა.

მისი თქმით ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ერთგულად რჩება.

“ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში, მით უმეტეს მიმდინარე ამ ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ბატონი მაიკ პომპეო მისი ამ მოკლე ვადიანი ვიზიტის დროს სრულად ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მას ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც დასმული იყო ანაკლიის პროექტის საკითხი, რომელიც ჩაშლილია საქართველოს ხელისუფლების მიერ.

ამ წუთებში დაიწყება ჩვენი, ოპოზიციური ლიდერების შეხვედრა ბატონ პომპეოს მოადგილესთან ბატონ ფილ რიკელთან და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა იმ ვითარების, რომელიც ახლა არის საქართველოში შექმნილი. იქნება მსჯელობა გამოსავლის გზებზე და საქართველოს პერსპექტივებზე” - განაცხადა მედიასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძემ.

NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა