31.ოქტომბერი .2020 09:39

ბადრი ჯაფარიძე: ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას და ცვლილებებს

ბადრი ჯაფარიძე: ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას და ცვლილებებს
views 269
უკან

"ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას და ცვლილებებს", - ამის შესახებ საბურთალოზე პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მან თავისი არჩევანი დააფიქსირა და მოქალაქეებსაც იგივე მოუწოდა.

„ყველას მოვუწოდებ, რომ დღეს აუცილებლად მისცეს ხმა მისი ქვეყნის, მისი ოჯახების მომავალს და იმას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ თავი ყველა იმ კრიზისს და გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.