მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომელმაც მიმდინარე თვეს ინვესტორებს განუცხადა, რომ მან შეცდომა დაუშავა თავდაპირველად ავიაკომპანიებში აქციების შესყიდვით, აგრძელებს აქციების გაყიდვას კორონავირუსის პანდემიის გამო. ის ძირითადად აქციებს ყიდის ავიაკომპანიებსა და ბანკებში. Forbes-ის მონაცემებით, აქციების გაყიდვით ბაფეტმა უკვე $137 მილიარდი დააგროვა.
სულ ბოლო მსხვილი გაყიდვა, რაც ბაფეტის კომპანიამ განახორციელა Goldman Sachs-ში აქციების 84%-ია. აღნიშულ კომპანიაში ბაფეტმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს $5 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
ბაფეტმა Goldman-ში თავისი წილის შემცირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ ფინანსური ინსტიტუტის ღირებულება ბირჟაზე დაახლოებით 30%-ით დაეცა პირველ კვარტალში. ბაფეტის Goldman-ში დარჩენილი ინვესტიცია დაახლოებით $330 მილიონადაა შეფასებული.
ბაფეტის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მა კიდევ ერთ ბანკში გაყიდა აქციები, ესაა JPMorgan Chase, ასევე ელექტრონული კომერციის მიმართულებით მსოფლიოს გიგანტ კომპანია Amazon-ში.
შეგახსენებთ, Berkshire Hathaway-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაახლოებით $50 მილიარდი დოლარი იზარალა. აპრილის თვეში კონგლომერატმა $6.5 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა, ხოლო იმავე პერიოდში შეიძინა მხოლოდ $426 მილიონი დოლარის აქციები.
აღსანიშნავია, რომ ბაფეტი საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებებით გამოვიდა პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით. "მე შეშფოთებული ვარ, თუმცა, ამერიკას ვერაფერი შეაჩერებს. ბოლო პასუხი არის: არასოდეს დადო ფსონი ამერიკის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ბაფეტმა ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც თვის დასაწყისში გაიმართა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ