მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: საბანკო რეგულაციებმა იპოთეკურ სესხებზე უარყოფითად იმოქმედა

5da729005dadb
ლიკა გურაბანიძე
16.10.19 21:10
1193
„საბანკო რეგულაციებმა იპოთეკურ სესხებზე უარყოფითად იმოქმედა, ახლა კი, საფრთხის ახალი ეტაპი იწყება -  გაიზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ეს ბაზარზე მდგომარეობას კიდევ უფრო გაამძაფრებს,“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ამჟამად ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესის მხრიდან რეგულაციების საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის დგას. ვეფხვაძის განმარტებით, დღეს ბიზნესში არსებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, თუ როგორ ხდება გარკვეული რეგულაციების ამოქმედება.

„რეალურად, RIA (რეგულირების გავლენის შეფასება) არ მოქმედებს. ჩვენთვის მთავარია, რომ მთავრობასთან გარკვეული პროცედურების ერთობლიობაზე შევთანხმდეთ, რომლის გავლენის შედეგადაც შესაძლოა, ამოქმედდეს ესა თუ ის რეგულაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ ოქროს სია ერთ ღამეში გაუქმდა. მსგავსი რამ არ შეიძლება", - განაცხადა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში სესხების გაცემაზე ახალი პირობები ამოქმედდა. ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება, რომლის თანახმადაც, ამ რეგულაციით სესხის გამცემს ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება (მაგალითად, თავდებობა).