მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: ბოლო 5 თვეში აღურიცხავი საწვავის შემოტანის 300-მდე ფაქტი აღიკვეთა

5fbcbc465c965
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.20 11:54
560
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში, სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორთან დაკავშირებულ რიგ საკანონმდებლო აქტებში შევიდა ცვლილებები, რომელთაც პოზიტიური გავლენა იქონიეს როგორც ინდუსტრიაზე, ასევე ამ სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების დინამიკაზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო 5 თვის მანძილზე, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა და აღიკვეთა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის 300-მდე ფაქტი, ხოლო კანონდამრღვევებზე ფულადი სანქციის სახით დარიცხულმა თანხამ შეადგინა თითქმის 400 000 ლარი”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ვანთობპროდუქტების ბაზარზე გამოწვევები კიდევ არსებობს, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ.

„ამასთან, ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორში კვლავ რჩება მთელი რიგი პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა მოითხოვს, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონის სრულფასოვნად აღსრულებას, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს.

შედეგად, ჩვენ უნდა შევძლოთ მივიღოთ კონკურენტული და სამართლიანი ბიზნესგარემო, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების ქვაკუთხედია.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კვლავ აგრძელებს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის ინდუსტრიაში დაგროვილი პრობლემების ანალიზსა და მონიტორინგს და მათ პერიოდულ წარდგენას ხელისუფლების სხვადახვა შტოებისადმი“, - ნათქვამია BAG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.