მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG გახურებად თამბაქოზე გამონაკლისს ითხოვს - ბიზნესმა პარლამენტს მიმართა

5e25f87c31ad1
თამთა ჯიჯავაძე
20.01.20 22:54
1371
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს. შესაბამისი წინადადება ასოციაციამ პარლამენტში უკვე წარადგინა. როგორც bm.ge-ს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა განუცხადა, ისინი რამდენიმე ცვლილებას ითხოვენ.

„ჩვენ წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და ჯანდაცვის კომიტეტს, და შევთავაზეთ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში განხოციელდეს ცვლილებები, რომელთა მიზანია გახურებად თამბაქოს ნაწარმისათვის დაწესდეს განსხვავებული რეგულაციები, ვიდრე ეს არის ტრადიციული თამბაქოს ნაწარმზე.  იგულისხმება განთავსების ხილვადობის კუთხით, დასაშვები იყოს რომ ვიტრინაზე, დახლზე ჩანდეს ეს ნაწარმი.

მეორე ცვლილება გულისხმობს შესაძლებლობას, რომ ონლაინ იყოს შესაძლებელი ამ ნაწარმის შეძენა, ისევე როგორ ეს ხდება ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში.

და მესამე არის უშუალოდ მომხმარებელთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რა არის ეს ნაწარმი, როგორ გამოიყენება და ა.შ. მთავარი პრინციპი ჩვენი შეთავაზების არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს მხოლოდ თამბაქოს სრულწლოვან მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში და არავითარ შემთხვევაში იმ ადამიანებთან, ვინც არ არის თამბაქოს მომხმარებელი და მით უმეტეს არასრულწლოვნებთან“, - განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.

საკანონმდებლო წინადადება ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა. წინადადებას განიხილავს ჯანდაცვის კომიტეტი და თუ ჩათვლის მიზანშეწონილად, იზრუნებს მისი საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირებაზე.