საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გეგმავს, მთავრობას საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს.
როგორც bm.ge-ს BAG-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა უთხრა, შეღავათების კიდევ 6 თვით გაგრძელება ოპტიმალური ვადა იქნება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე კი, პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. ეს კერძო სექტორში არსებული დამსაქმებლებისთვის ყოველთვიურ ხელფასზე მაქსიმუმ 150 ლარის გამოთავისუფლებას ნიშნავს. კერძოდ, კომპანიებს თუ წარსულში ხელზე 600 ლარის ხელფასის გასაცემად, თანამშრომლისთვის 750 ლარის გადარიცხვა უწევდათ, ამჟამად 0 ლარის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან და იგივე 600 ლარის ხელფასის გასაცემად მხოლოდ 600 ლარი სჭირდებათ.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა არა მარტო საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოში. ყველა სახელმწიფო ფიქრობს, თუ რა დახმარება გაუწიოს თავის ბიზნესებს. ამდენად, მგონია, რომ კრიზისიდან გამოსვლა ჯერ კიდევ შორს არის. ალბათ უპრიანი იქნება, რომ გადავადება 6 თვით გაკეთდეს, რადგან 6 თვეზე მეტს ვერც ბიზნესი დაგეგმავს, ვერც სახელმწიფო და ვერც - ვერავინ. ვფიქრობთ, რომ ოპტიმალურია ეს ვადა. მოგეხსენებათ,ტურიზმი გაჩერებულია და მას ჯაჭვური რეაქციით მიჰყვება უამრავი სხვა ბიზნესი, შეჩერებულია გაყიდვები. ძალიან მძიმე ფონია“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესს პანდემიამდელ ნიშნულებამდე დასაბრუნებლად მინიმუმ ორი წელი დასჭირდება.
ცნობისთვის: საშემოსავლო გადასახადისგან ბიზნესის გათავისუფლების პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ ლარი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა