მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინის 4 მლნ დოზას მივიღებთ, რაც მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად საკმარისია - პრემიერი

60d5c3cfc4641
ინგა მურუსიძე
25.06.21 21:35
536
"წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60% აიცრას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ვფიქრობ, საკმაოდ რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ყველა მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავედით.

დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ „ფაიზერთან“ მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი „სინოფარმი“, მილიონი „სინოვაკი“, „ნოვავაქსის“ 700 000 დოზა. ჯამში, წლის ბოლომდე, 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60% აიცრას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.