BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, - ინფორმაციას ამის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას გამოხატავს, 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს მიღებული ნეგატიური მაჩვენებლიდან მესამე კვარტალში მცირედ დადებითისკენ გადაიხარა.
გარდა თავად დასაქმების ბარომეტრისა, კვლევამ ასევე გამოავლინა ასოციაციის წევრი კომპანიების სამომავლო გეგმებიც, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა არ აპირებს შეცვალოს მათ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 82%-ზე მეტი, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, დაქირავებულთა რაოდენობის ცვლილებას არ გეგმავს, მაშინ როცა 12% ამ მაჩვენებლის ზრდას, ხოლო დაახლოებით 5% თავიანთ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას ვარაუდობს.
კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. აქედან სამ, კერძოდ, ვაჭრობის, მრეწველობისა და მშნებლობის სექტორებში დასაქმების კლების მოლოდინი არ აქვთ კომპანიების უმეტესობას. ხოლო მომსახურების სექტორში, სხვა სექტორებთან შედარებით, უფრო ნეგატიური მოლოდინია. ცხადია, პანდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური ვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორს აზარალებს და, შედეგად, კომპანიებს დასაქმების ზრდის მოლოდინიც თითქმის არ აქვთ.
“უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი BAG ინდექსის კვლევაში. ცხადია, ცალკეული კომპანიის მოსაზრება დასაფასებელია, მაგრამ აგრეგირებულად ამ მოსაზრებების თავმოყრა და ერთ ინდექსში წარმოდგენა, ყველა მხარისთვის საყურადღებო მაჩვენებელია, თუ როგორია ბიზნესწრეების განწყობა და მოლოდინი. რაც შეეხება დასაქმების ბარომეტრს, რომელიც BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, მისი შეფასება დროში წინ უსწრებდა Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატულ ზრდას, შესაბამისად, კომპანიების პასუხები ასახავს იმ დროისთვის პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ჩამოყალიბებულ მეტნაკლებად სტაბილურ ბიზნეს გარემოს და სრულად შეესაბამება იმ ფრთხილ ოპტიმიზს, რომელიც ჩვენს მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ბიზნეს კლიმატის ინდექსმაც წარმოაჩინა“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?