საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს.
გასული თვეებში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი დადებითად აისახა ბიზნესის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაში - 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა, 13 ქულით გაუმჯობესების შედეგად, დადებითი 10.8 ქულა შეადგინა.
ამავდროულად, კოვიდის შემთხვევების მატების ფონზე, ბიზნესის განწყობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუარესდა და კვლავ შესამჩნევად პოზიტიურია (შემცირდა 1.3 ქულით). აღნიშნული შეფასება მიუთითებს, რომ ეკონომიკური აქტივობის მცირედი შენელებისა და პანდემიის მორიგი ტალღის შესაძლო ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ბიზნესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინშია.
BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებლის ტრენდი ცხადად გვიჩვენებს პანდემიის პირველი ტალღის შედეგად გამოწვეული მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ბიზნესგარემოს ეტაპობრივ გაუმჯობესებას და კოვიდამდე არსებულ მდგომარეობისკენ სვლას.
მესამე კვარტალში გრძელდება შეზღუდვების მოხსნის შედეგად წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის III კვარტლის შედეგები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც პანდემიის მიერ შექმნილ გარემოებებთან ბიზნესის მორგებისა და ეკონომიკის გამოცოცხლებით არის განპირობებული.
კვლევის თანახმად, ბიზნეს გარემო მკვეთრ გაუარესებას აღარ მოელის, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, კოვიდით გამოწვეული ნეგატიური გავლენა ბიზნესზე შემცირებულია.
BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა აგვისტოს თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.
კვლევის ანგარიშის აღნიშნული ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მომდევნო ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი