მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა თითქმის ყველა ბიზნესს უშლის ხელს საქმიანობაში

60cb1444c2178
BM.GE
17.06.21 13:18
563
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტლის კვლევის თანახმად, გამოკითხული ბიზნესის 77% საქმიანობისათვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე საუბრობს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული ერთი წლის განმავლობაში სტაბილურია და 70%-80%-ის ფარგლებში მერყეობს.

2021 წლის მეორე კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

პრობლემათა შორის, მიმდინარე კვარტალში, პირველ ადგილს უცვლელად ისევ ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა იკავებს - აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 76% ასახელებს. მეორე ადგილს კი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი სწორედ COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვებია.


მიმდინარე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა შემსუბუქდა, ხოლო ყველაზე მეტად სპეციალისტების ნაკლებობის საკითხი გამძაფრდა.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.