საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 67 % აფიქსირებს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მაისის თვიდან, ლარის გამყარების დინამიკა გამოიკვეთა, 2022 წლის II კვარტალში, მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ბიზნესი კვლავაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გამყარებას მოელიან მომდევნო 6 თვეში. მეტიც, 2021 წლის IV კვარტლიდან ყოველკვარტალურად მცირდება კომპანიებში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი.
აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, მეორე ადგილზეა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, რომელთაგან ყველაზე მწვავედ მარეგულირებელი გარემო და ადმინისტრაციული საკითხები სახელდება. საგულისხმოა, რომ სასამართლო სისტემა და Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვები, როგორც ბიზნესსაქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები, მიმდინარე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 18 და 38 პროცენტული პუნქტებით შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვლევაში, ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც ბიზნესში არსებული გამოწვევების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა.
კვლევის თანახმად, სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მწვავე პრობლემას მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს, კერძოდ, 90%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც მეორე კვარტალში აღნიშნული ფაქტორი დააფიქსირა ხელის შემშლელად.
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ისევე როგორც სპეციალისტების ნაკლებობა თანაბრად მნიშვნელოვანი პრობლემაა ყველა სექტორისთვის, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა წინა კვარტალთან შედარებით, გამწვავდა ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში. მოთხოვნის სიმცირე როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი ყველაზე ხშირად მომსახურების სექტორში დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა მაისის თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი