საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ქვეყანაში ბიზნესის განწყობის განახლებულ ინდექსს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, COVID-19-ის ეპიდემიის ფონზე, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მოლოდინი მკვეთრად გაუარესდა.
"აპრილში ჩატარებული გამოკითხვისას ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები უარყოფითად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა -44.5 ქულა, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა - 47.4 ქულა შეადგინა. გამოკითხვის შედეგები მკვეთრად გაუარესებულია წინა კვარტალთან შედარებით, კერძოდ, იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასოციაციის წევრები არსებულ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებდნენ +29.5 ქულა, მკვეთრად დადებითი იყო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინიც +53.1 ქულა, შესაბამისად, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი 2019 წლის მეოთხე კვარტალში პოზიტიური იყო.
მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოთხივე სექტორში (მრეწველობა, მომსახურება, ვაჭრობა, მშენებლობა) უმეტესწილად უარყოფითად შეფასდა. აქედან, აღსანიშნავია მომსახურებისა და მშენებლობის სექტორების მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებლები მაშინ, როცა ვაჭრობის სექტორი შედარებით ზომიერია უარყოფით მოლოდინებში, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ამ სექტორის გარკვეულ ნაწილს (სურსათისა და სააფთიაქო ქსელები, სხვა) არ შეეხო საგანგებო სიტუაციით დაწესებული შეზღუდვები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მრეწველობის სექტორი, რომელიც მიუხედავად უარყოფითად შეფასებული მიმდინარე მდგომარეობისა, მაინც ინარჩუნებს ოპტიმიზს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ მხარდაჭერის მოლოდინის უნდა ეფუძნებოდეს," - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ინდექსის შესახებ:
BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნეს კლიმატის შეფასების ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO-ს, ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის, მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ყოველკვარტალურად აწარმოებს. ინდექსის პირველი კვლევა 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში ჩატარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი