02.დეკემბერი .2019 15:10

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე „MEDEF International“-ის ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო

views 246
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნანა ცერცვაძე პოლიტიკური დიალოგის პლატფორმის ფარგლებში პარიზში საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „MEDEF International“-ის ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო.

შეხვედრას, რომელიც ქართულ-ფრანგულ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხილვას დაეთმო, ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

აღნიშნულ შეხვედრაზე კერძო სექტორს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. ნანა ცერცვაძემ ფრანგულ მხარეს დეტალურად უამბო საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და ბიზნესის განვითარების შესახებ, ასევე ისაუბრა BAG-ის როლსა და ჩართულობაზე აღნიშნულ პროცესში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება, რადგან ეფექტიანად დავეხმაროთ BAG-ის წევრ კომპანიებს მათთვის საინტერესო საერთაშორისო პროექტებში ჩართვასა და პარტნიორების მოძიებაში“, - განაცხადა ნანა ცერცვაძემ.

შეხვედრას 20-მდე ფრანგული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა ერთობლივი პროექტებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ტურიზმის, განსაკუთრებით მთის კურორტების, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, ასევე ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.
NS