მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის დირექტორი: "ახალი ბიზნესომბუდსმენი უნდა იყოს პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირი"

5dc96831566b9
თათია ჩაფიჩაძე
11.11.19 18:05
1275
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, აუცილებელია, ახალ ბიზნესომბუდსმენს ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის გარდა, გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

BM.GE-ისთან საუბრისას ვეფხვაძემ უკვე ყოფილი ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ირაკლი ძალიან კარგი ბიზნესომბუდსმენი იყო და ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესს მის მიმართ ნდობა არ ჰქონდა, პირიქით, ფუტკარივით მუშაობდა და ბოლომდე მიჰყვებოდა თითოეულ საქმეს. მე მქონდა მასთან შეხება ბოლო 2 წლის განმავლობაში და კარგის მეტი ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი, ამიტომ, პირველ რიგში, მადლობას გადავუხდიდი მას გაწეული შრომისთვის; როდესაც ახალი პრემიერი ბიზნესთან შეხვედრებს მართავდა, იქ არ იყო ირაკლი და ამან გამიჩინა მოლოდინი, რომ ცვლილება იქნებოდა. აქ საუბარია იმაზე, რომ ბიზნესომბუდსმენი, გარდა იმისა, რომ უნდა ჩაერთოს ბიზნესთან კომუნიკაციაში და პრობლემატიკაში უნდა ერკვეოდეს, მეორე მხრივ, ის უნდა იყოს გუნდის აქტიური წევრი და პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირი. ბევრი ისეთი საკითხია რომელიც პრემიერთან პირადი კომუნიკაციის საფუძველზე უნდა გადიწყვიტოს. თუ ეს კომუნიკაცია პირადი არ იქნება, მაშინ რაც არ უნდა შრომისმოყვარე იყო და ერკვეოდე პრობლემატიკაში, შედეგი ვერ იქნება”, - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ სავარაუდოდ, გიორგი გახარიას, რომელიც ნიშნავს ბიზნესმბუდსმენს, კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს.

„იმედი გვაქვს, რომ ახალი ბიზნესომბუდსმენი აქტიური იქნება. ველოდები, რომ როცა მივალ ბიზნესომბუდსმენთან კონრეტულ საკითხზე, ის აიღებს ტელეფონს და რომელიმე საჯრო დაწესებულებაში დარეკავს და მაშინვე დაიწყებს პრობლემის გარკვევას; მას უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია და კიდევ ვიმეორებ ეს შეიძლება მოხდეს პრემიერის პოლიტიკური გუნდის წევრობით; მე მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ატრიბუტია. როცა დიმიტრი გელოვანობაზეა ლაპარაკი, გახარია იყო ასეთი, მას შეეძლო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად, ის სარგებლობდა მაღალი ნდობის ხარისხით. ვნახოთ ვის დაასახელებს, იმედი გვაქვს რაც ხდება უკეთესობისკენ შეიცვლება”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ: ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეოსმბუდსმენის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. ბიზნესომბუდსმენის მოადგილის თანამდებობა დატოვა ლევან კალანდაძემაც.