მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი მოდელი განიხილეს

5efc6deb08ecf
BM.GE
01.07.20 15:12
727
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი მოდელი და მასთან დაკავშირებული ფუნდამენტური რეფორმის დეტალები განიხილეს.

როგორც bm.ge-ს BAG -დან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიასთან, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი, უჩა უჩანეიშვილი და ესკოს გენერალურ დირექტორთან, ზაზა დვალიშვილი ესწრებოდნენ, ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ქონდათ მოესმინათ ინფორმაცია ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტის შესახებ, რომელიც ამჟამად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილება სემეკ-ში და განსაზღვრავს ელქტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპებს.

როგორც ასოციაციაში ამბობენ, აღნიშნული რეფორმა ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიებსთვის, ასევე ყველა საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელთა ნაწილსაც მომავალში მოუწევს პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა.

„რეფორმა იმდენად ფუნდამენტური და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია, ბაზრის მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობა: მათი, ვისაც უკვე უწევს შესაბამის პლატფორმაზე ელექტროენერგიის გაყიდვა და შეძენა და იმათიც, ვისაც რამდენიმე წელიწადში აღნიშნული ვალდებულება გაუჩნდებათ. მთავარია, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბაზარი იმუშავებს სატესტო რეჟიმში და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებელი მივუბრუნდეთ დოკუმენტს აუცილებელი კორექტივების შესატანად“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე მოწვეულ სტუმრებს მაღალი ინტერესისა და პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.