მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მალე დამტკიცდება

5e510f65efa06
ანნა ლაპიაშვილი
22.02.20 16:00
942
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, საპენსიო რეფორმის ფარგლებში ამ დრომდე მიუღებელი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი მზად არის და ის უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

ამის შესახებ სოსო ფხაკაძემ „საქმიანი დილის“ წამყვან ანნა ლაპიაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

"ის, რომ [საპენსიო სააგენტოს] საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებული არ არის, ჩარჩო კანონმდებლობა არ არის დასრულებული და დროში გაიწელა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიყავით და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით პროექტები მომზადებულია და მისი სისრულეში მოყვანა ძალიან მალე მოხდება. რაც ბუნებრვია ხელს ამ რეფორმის სტაბილურობას შეუწყობს”, - ამბობს BM.ge-ისთან ასოციაციის პრეზიდენტი.

სოსო ფხაკაძე საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგაც პოზიციას არ იცვლის და BM.GE-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ რეფორმა საჭირო და აუცილებელი იყო.

“საპენსიო რეფორმის შედეგები დადგება გრძელვადიან პერსპექტივაში და სხვადასხვა სუბიექტებში ამასთან მიმართებით არის ხოლმე ასიმეტრია; ჩვენ გვინდა მალე დავინახოთ შედეგი, ასეთი მასშტაბური რეფორმა შედეგებს ახლა ვერ გამოიღებს. ეს არ არის მხოლოდ ღირსეული პენსია, რომელიც ადამიანებს წლების მერე ექნებათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელვანი კომპონენტია ფასიანი ქაღალდების და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ასევე, ეს რეფორმა საჭიროა სწორედ იმ პრობლემაზე პასუხისთვის, რაც ეხება ფინანსების ხელმისაწვდომობას და ეს ერთ-ერთი ალტერნატიული გზა იქნება ამა თუ იმ სექტორის დასაფინანსებლად”, - განმარტავს სოსო ფხაკაძე.