მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის პრეზიდენტი: "კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს"

5e4669e5401f6
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.20 14:00
3722
„ეს წერილები არ გვაშფოთებს“, - ასე უპასუხა BM.GE-ის კითხვაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმღვანელმა სოსო ფხაკაძემ, რომელიც ბიზნეს გარემოზე კონგრესმენების წერილების გავლენას ეხებოდა.

როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, 2019 წელს ასოციაციის წევრი ბიზნესები დადებითად აფასებენ და 2020 წელსაც გააგრძელებენ ბრძოლას და ასოციაციის წევრების განვითარებას.

“ბიზნეს გარემოზე საუბრისას უნდა აღვნიშნო რომ BAG-ი 2 თვეში ჩვენი წევრების გამოკითხვის საფუძველზე ინდექსს გამოაქვეყნებს, რომლის თანახმად 2019 წელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად პოზიტიური იყო.

რაც შეეხება კონკრეტული ქეისების განხილვას, ძალიან ხშირად ის ინფომრაცია რაც საჯარო სივრცეში არის, მისი საზოგადოებისთვის გაცნობა როდესაც ხდება სხვანაირად არის ხოლმე აღქმული. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა ქეისებიც თქვენ ახსენეთ ამისი განხილვა მიმდინარეობს ევროპის სასამართლოში და იქნება ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული.

ეს წერილები არ გვაშფოთებს! ჩვენ იმდენად მსხვილი ორგანიზაცია ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას კარგად ვგრძნობთ და პირდაპირ გეტყვით, კვლევები აჩვენებს, რომ 2019 წელი ბიზნესის მხრიდან კარგად არის შეფასებული.

2020 წელს გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით წინა წლებში, გავაგრძელებთ ბრძოლას და განვითარებას იმ კომპანიებისა, რომლებიც ჩვენს ასოციაციაში არიან. დავეხმარებით, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ყველამ უნდა აკეთოს საკუთარი საქმე”, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა.