24.ივნისი .2021 16:50

BAG კოვიდ-ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება

BAG კოვიდ-ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება
views 299
უკან

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება covid-ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით იყო დროული და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს სრულად პასუხობს“,  - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, დაზარალდა ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორი და ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახა ჩვენს მოქალაქეებზე და მათ მსყიდველთუნარიანობაზე. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვან სოლიდარულ ნაბიჯად მიგვაჩნია. ასევე ზემოხსენებული ჯარიმების ჩამოწერა, არ გულისხმობს, მხოლოდ მოქალაქეების თანადგომას, არამედ ეს მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისთვისაც, ვინაიდან 76 მილიონი ლარი არის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ამ ოდენობით გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, რამეთუ სწორედ ეს ადამიანები არიან იმ პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებლები, რომელსაც ბიზნესი ქმნის.

საქართველოს ბიზნესასოციაცია კოვიდპანდემიის მიმდინარეობისას ყოველთვის იყო ჩართული ბიზნესსექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის პროცესში, ვინაიდან აღნიშნული მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შესაბამისად, ქვეყნის მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის. ამასთან ყველას გვესმის, რომ მატერიალური ზარალი, რომელსაც დღეს ბიზნესი ითვლის, არის საკმაოდ მოცულობითი, რამაც განაპირობა კონკრეტული სექტორებისა და კომპანიების საქმიანობის შეჩერება და რიგ შემთხვევებში ოპერირების შეწყვეტა.

საქართველოს ბიზნესასოციაცია მზად არის, აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში“,  - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.