17.მარტი .2020 18:35

BAG: მთავრობამ და სებ-მა რეგულაციების შერბილებაზე ფიქრი აუცილებლად უნდა გააგრძელონ

views 335
უკან

საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ფიქრი რეგულაციების შემდგომ შერბილებასა თუ სხვა დამატებით ღონისძიებებზე - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ასოციაცია ე.წ. საბანკო რეგულაციების გამარტივებას მიესალმება.

კორონავირუსის გავრცელების გამო გლობალურად შექმნილმა პრობლემებმა გააჩინეს ახალი გამოწვევები, რომლებიც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას იქონიებს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ფიქრი რეგულაციების შემდგომ შერბილებასა თუ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე, რამაც, მათ შორის, ასევე დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ლარის გაცვლითი კურსი ბოლო წლებში იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და შესაბამისად ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი.

ასევე, როგორც პრაქტიკამ ცხადყო, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები ზედმეტად მკაცრი რეგულაციების გარეშეც უმკლავდებიან საკუთარი რისკების შეფასებისა და მართვის პასუხისმგებლობას, რაც ცალსახად იმედისმომცემია და რისიც ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა