საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მთავრობას ეკონომიკის გახსნის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. როგორც bm.ge-ის BAG-იდან აცნობეს, ერთის მხრივ, ეპიდვითარების გაუმჯობესების, ხოლო მეორეს მხრივ, გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა იმის კარგ წინაპირობას, რომ გადაიხედოს ეკონომიკის გახსნის დაანონსებული გეგმა და ბაზრობის ტიპის სავაჭრო ობიექტებს თებერვლის პირველივე დღეებში მიეცეთ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით საქმიანობის განახლების საშუალება.
ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ლილო მოლისათვის“, როგორც ბაზრობის ორგანიზატორი სუბიექტისა და საქართველოში ყველაზე დიდი ბაზრობის ტიპის სავაჭრო ცენტრისათვის, რომლის საქმიანობაც პირდაპირ და უშუალოდაა დაკავშირებული ათასობით მცირე მეწარმის ყოველდღიურ შემოსავალთან. შესაბამისად, ბაზრობაზე წარმოდგენილი მეწარმეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის გადამწყვეტია ოპერირების ყოველი დღე, რომელიც ხანგრძლივი შეზღუდვის შემდეგ ბიზნესის გამოცოცხლების შესაძლებლობას გააჩენს.
„უპირველესი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების დამედიკოსების რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული აუცილებელი რეგულაციები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა და დასაქმებული მეწარმეების ტესტირება, ასევე პირბადის ტარებისა და დისტანცირების წესები ვფიქრობთ, რომ ბიზნესი ამ წესების დაცვისათვის სათანადოდ მოემზადა და მაქსიმალურად გახსნილია მაკონტროლებელ ორგანოებთან სათანამშრომლოდ. ამ პირობების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მოლებთან ერთად თებერვლის პირელი რიცხვებიდან ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ ფუნქციონირების შესაძლებლობა: ერთის მხრივ, ეს იქნება სამართლიანი მიდგომა, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს და ათასობით ჩვენს თანამემამულეს დაუბრუნებს საარსებო წყაროს. მესამე და მთავარი კი ისაა, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვის მკაცრი კონტროლი საშუალებას მისცემს საკოორდინაციო საბჭოსა და ადმინისტრციულ ორგანოებს რისკების დანახვისთანავე მკაცრი რეაგირება მოახდინოს ყოველ ცალკეულ დარღვევაზე, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ბიზნესი უკვე მზად არის ახალ რეალობაში საქმიანობის განახლებისთვის და ამის საჭიროება არ დადგება“ - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაციაში.
ცნობისთვის: ბოლო ინფორმაციით, ბაზრობების გახსნა 15 თებერვლიდანაა დაგეგმილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ