მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ნავთობპროდუქტების დისტრიბუტორ კომპანიებში აქტივების დაბანდების თაღლითურ სქემას ეხმიანება

6332b2bc32e4a
BM.GE
27.09.22 12:19
539
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სოციალურ ქსელში ნავთობპროდუქტების დისტრიბუტორ კომპანიებში აქტივების დაბანდების თაღლითურ სქემას ეხმიანება.

"აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ნავთობპროდუქტების დისტრიბუტორი კონკრეტული კომპანიების ვითომდა აქტივებში ფინანსური რესურსების დაბანდების შესახებ. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობენ კომპანიის „აქციებს“. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა” და „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმზე“, რომელთა ძლიერ ბიზნეს რეპუტაციას ამოფარებული თაღლითური ჯგუფები ცდილობენ უკანონო სარგებლის მიღებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თავს ვალდებულად თვლის გააფრთხილოს ჩვენი საზოგადოება, რომ ზემოხსენებული შეთავაზებები წარმოადგენს თაღლითურ სქემას და მსგავსი შემოთავაზებების შემთხვევებში არ მიიღონ არანაირი ფინანსური გადაწყვეტილებები. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ხსენებულ კომპანიებს მათი ცხელი ხაზის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიზანია წევრი კომპანიების ინტერესების დაცვა ნებისმიერ დონეზე. წინამდენარე განცხადებაში მოყვანილი თაღლითური სქემები თუ ფაქტები უარყოფითად აისახება ქვეყანაში არსებულ ბიზნეს კლიმატზე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები კრიტიკულად შეაფასებენ მსგავს შეთავაზებებს და არ გახდებიან აღნიშნული თაღლითური სქემების მსხვერპლი", - აღნიშნულია BAG-ის განცხადებაში.