მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: საარბიტრაჟო ინსტიტუტების განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანია

5e2ab6b5373cb
BM.GE
24.01.20 13:19
1067
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე "შრომითი დავები არბიტრაჟში". შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისათვის ასევე მოწვეულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ქეთევან მესხიშვილი და ანა გოგიშვილი, დავების განმხილველი ცენტრის (DRC) და პროფესიული წრეების წარმომადგენლები.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს შრომითი დავების არბიტრაჟუნარიანობის, საარბიტრაჟო პროცესის და არბიტრაჟის გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების თავისებურებები.

"ქვეყანაში საარბიტრაჟო ინსტიტუტების განვითარება უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს საზოგადოებისათვის, ასევე თითოეული მოქალაქისათვის; განვითარებულ ქვეყნებში არსებული ტენდენციები ცხადყოფს, რომ არბიტრაჟის როლი სულ უფრო მზარდია და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს რეალობაში, როდესაც სასამართლოს გადატვირთულობა სხვა დავებთან ერთად, მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის შრომითი დავების დროული გადაწყვეტის მიზნებისათვისაც და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემასთან მჭიდრო კომუნიკაციით მუდმივი დიალოგი არბიტრაჟის ინსტიტუტის შემდგომი მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაშა ნოდიამ.